2. დედანი ქაღალდის დოკუმენტები (განცხადება, ცნობა) და გამყოლთა მიერ ხელმოწერილი აქტები შესანახად რჩება იმ სადგურს, სადაც შეცვალეს გამყოლები.
3. გამყოლთა თანხლებით მიმავალი ვაგონი მატარებლის შემადგენლობაში დაყენებულ უნდა იქნეს ერთ ჯგუფად.
4. ტვირთის გადაზიდვა სატრანსპორტო პოლიციის დაცვის თანხლებით ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რკინიგზასა და სატრანსპორტო პოლიციას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
თავი XI
ვაგონთა ჯგუფებით ერთი ზედნადებით ტვირთის გადაზიდვის წესი