2. თუ გადაზიდვის პროცესში გამოვლინდა ტვირთის დამაგრების ან მდგრადობის დარღვევა, გამყოლი ვალდებულია წერილობით მიმართოს სადგურის უფროსს და მოითხოვოს ვაგონის მოხსნა. ამ შემთხვევაში გამყოლი იღებს ზომებს დამაგრების გამოსასწორებლად, ტვირთის განლაგებისა და მდგრადობის აღსადგენად. თუ ტვირთის დამაგრების ან მდგრადობის დარღვევა რკინიგზის მიზეზით მოხდა, იგი ვალდებულია თვითონ გამოასწოროს ეს ხარვეზი. ტვირთვის დამაგრებისა და დატვირთვის შემოწმების შედეგები, აგრეთვე ტვირთგამგზავნის მიზეზით ვაგონის იძულებითი მოცდენის დრო აღინიშნება საერთო ფორმის აქტში, რომელიც შეივსება ორ ეგზემპლარად. აქტის ერთი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს, და ზედნადების მეორე მხარეზე არსებულ მე-5 გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები“ ჩაიწერება საერთო ფორმის აქტის ნომერი და შედგენის თარიღი. აქტის მეორე ეგზემპლარი რჩება იმ სადგურს, სადაც მოხდა ვაგონის მოხსნა