ა) ვაგონით, რომლითაც გადაიზიდება ტვირთი;
ბ) ცალკე ვაგონით, რომელსაც რკინიგზა გამოყოფს ტვირთგამგზავნის განაცხადის საფუძველზე;
გ) ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცალკე ვაგონით.
2. თუ გამყოლი მგზავრობს ცალკე ვაგონით, ამ ვაგონის კუთვნილების მიუხედავად ტვირთგამგზავნი ავსებს გუ-27-ე ფორმის ზედნადებს, რომელშიც აღნიშნავს თითოეულ თანხლებულ ტვირთიან ვაგონს და იმ ვაგონს, რომლითაც მგზავრობს გამყოლი.
3. გამყოლის მგზავრობისათვის ტვირთგამგზავნს გადაეხდება დადგენილი ოდენობის საფასური, რომელიც აღინიშნება ზედნადებში.
4. გამყოლს უფლება აქვს უსასყიდლოდ გადაიტანოს თავისი ხელბარგი, ხოლო, თუ მისი მოცულობა აღემატება კანონმდებლობით დადგენილ ნორმას, ხელბარგის ზედმეტი მასისათვის გამყოლს გადაეხდება დამატებითი საფასური, როგორც წვრილმანი გზავნილებით გადასაზიდი პირადი (ყოფითი) საჭიროებებისათვის განკუთვნილ ტვირთზე
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 100. 1. გამყოლს უფლება აქვს იმგზავროს:
თავი X — ტვირთის თანხლებით გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 12. 1. საძიებელში სპეციალური ნიშნით აღნიშნული საფრთხეშემცველი ტვირთი გადაიზიდება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამყოლის ან მისი სპეციალისტის თანხლებით, ამ წესისა და „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების
- მუხლი 33. 1. ვაგონის გამყოლი მოვალეა მგზავრთა ვაგონში ჩასხდომისას შეამოწმოს სამგზავრო დოკუმენტი, მისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი და დადგენილ ნორმასთან ხელბარგის წონის შესაბამისობა
- მუხლი 51. 1. ყველა კატეგორიის სამგზავრო ვაგონის გამყოლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით
- მუხლი 13. ტვირთგამგზავნი ვალდებულია უზრუნველყოს გამყოლისა და დაცვის პირადი შემადგენლობის სწავლება სპეციალური პროგრამით და აღჭურვოს ისინი ინდივიდუალური თავდაცვის აუცილებელი საშუალებებით, სპეციალური ტანსაცმლით, პ
- მუხლი 14. 1. თუ მსვლელობის გზაზე გამოვლინდა ვაგონის გაუმართაობა, რაც გამორიცხავს მის შემდგომ მოძრაობას, ეს ვაგონი უნდა მოიხსნას მატარებლიდან და გამყოლის დაცვით ჩამოყენებულ იქნეს სპეციალურად გამოყოფილ ლიანდაგზე.
- მუხლი 59. 1. ვაგონის ახსნისას მგზავრი, რომელმაც გადაიხადა ქვეშაგებით სარგებლობის საფასური, კვლავ უფასოდ იღებს მას ახსნილი ვაგონის გამყოლის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს მატარებლის უფროსი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 94. 1. შეყინვისაგან ტვირთის დაცვის პროფილაქტიკურ ზომას ირჩევს ტვირთგამგზავნი ტვირთის სახეობის, გადმოტვირთვის ტექნოლოგიისა და მისი შემდგომი გამოყენების თავისებურებების გათვალისწინებით
- მუხლი 95. 1. თუ ჰაერის დაბალი ტემპერატურის ან ცვალებად კლიმატურ და მეტეოროლოგიურ პირობებში ტვირთი გადაიზიდება შორეულ მანძილზე, ტვირთმიმღები ვალდებულია, შეყინვადი ტვირთის მიღების პუნქტი უზრუნველყოს გასათბობი ან
- მუხლი 96. 1. შეყინვადი გადასაზიდად ტვირთის წარდგენისას ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები” მიუთითოს ტენიანობის პროცენტი, შეყინვისგან დაცვის მიზნი
- მუხლი 97. 1. იკრძალება გადასაზიდად შეყინული ტვირთის მიღება ამ წესების 90-97-ე მუხლების მოთხოვნათა დაუცველად
- მუხლი 98. 1. ტვირთის თანხლებით გადაზიდვის წესი არეგულირებს ტვირთის გადაზიდვას ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების წარმომადგენლის (შემდგომ – გამყოლი) თანხლებით
- მუხლი 99. 1. ტვირთგამგზავნი ზედნადებში ტვირთის დასახელების ქვეშ აღნიშნავს, რომ ტვირთი გადაიზიდება გამყოლთა თანხლებით და მიუთითებს გამყოლთა რაოდენობას, მათ გვარ-სახელებს (სრულად). სიტყვა „პასპორტის“ შემდეგ იწერე
- მუხლი 101. 1. გამყოლი, რომელსაც მინდობილი აქვს ტვირთის თანხლება და დაცვა ვალდებულია, გაგზავნის სადგურს წარუდგინოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი და მივლინების მოწმობა
- მუხლი 102. 1. გამყოლთა რაოდენობას განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები). აკრძალულია 2 კაცზე ნაკლები და 3 კაცზე მეტი რაოდენობის გამყოლთა დანიშვნა თითოეულ ვაგონზე
- მუხლი 103. 1. სვლის გზაზე გამყოლს შეუძლია ისარგებლოს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისი ფარნებითა და სტანდარტული ტიპის თუჯის ღუმელით, რომელშიც გამოიყენება ნახშირი, შეშა ან სხვა მყარი სათბობი. იკრძალება
- მუხლი 104. 1. თუ ტვირთგამგზავნმა ვაგონი ღუმელით აღჭურვა, იგი მოვალეა ხანძრის ჩასაქრობად გამყოლი უზრუნველყოს სულ ცოტა 100-ლიტრიანი მოცულობის ბრეზენტის ან პოლიეთილენის ჭურჭელში ჩასხმული წყლის მარაგით
- მუხლი 105. 1. სატვირთო ვაგონში ღუმელებისა და საღუმელე მოწყობილობის დაყენება წარმოებს სარკინიგზო ტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაბამისად
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 100, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-100/