1. თუ ჰაერის დაბალი ტემპერატურის ან ცვალებად კლიმატურ და მეტეოროლოგიურ პირობებში ტვირთი გადაიზიდება შორეულ მანძილზე, ტვირთმიმღები ვალდებულია, შეყინვადი ტვირთის მიღების პუნქტი უზრუნველყოს გასათბობი ან ტვირთის ფხვიერების აღსადგენად საჭირო მექანიკური საშუალებებით.
2. ტვირთის შეთბობა ან მისი ფხვიერების აღდგენა მექანიკური საშუალებების გამოყენებით ხორციელდება ტვირთმიმღების მიერ დადგენილი წესით, რომელშიც განისაზღვრება ამ საშუალებების გამოყენების სამუშაო პარამეტრები და ტექნოლოგია, აგრეთვე ტექნიკური უსაფრთხოებისა და მოძრავი შემადგენლობის დაზიანებისგან დაცვის მოთხოვნები.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 95
თავი IX — შეყინვადი ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 95, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-95/