1. ტვირთის დაყრით გადაზიდვა დახურულ ვაგონში დაიშვება მხოლოდ ტვირთგამგზავნის მიერ დაყენებული ტარის გადამღობებით. ვაგონის კარის ღიობის გადასაღობად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფარები‚ დაფები‚ ყუაფიცრები‚ სხვა მკვრივი მასალებით შეღობვა‚ აგრეთვე ტარაში ჩაწყობილი ტვირთი.
2. ტვირთის დაყრით ან ჩაყრით გადაზიდვის დოკუმენტების გაფორმებისას ზედნადების გრაფაში „ადგილების რაოდენობა“ ტვირთგამგზავნი აღნიშნავს შესაბამისად „ჩაყრით“ ან „დაყრით“.
3. ჩაყრით ან დაყრით გადასაზიდი ტვირთის ჩატვირთვის წინ, ტვირთგამგზავნი იღებს ზომებს ვაგონების კონსტრუქციული ღრეჩოების ამოსავსებად‚ რათა სვლის გზაზე ტვირთი არ დაცვივდეს ლიანდაგზე და არ დააბინძუროს გარემო.