2. თუ მიღებული პროფილაქტური ზომები არასაკმარისია ტვირთის შეყინვის თავიდან ასაცილებლად ტვირთმიმღები ვალდებულია, გადმოტვირთვის პუნქტში უზრუნველყოს ტვირთის ფხვიერების აღდგენა.
3. ტვირთის შეყინვისაგან დაცვის ძირითადი პროფილაქტიკური ზომებია:
ა) ნაყარი ტვირთის წინასწარი გაშრობა უსაფრთხო ტენიანობამდე;
ბ) დატვირთვამდე ტენიანი ტვირთის სრული გაყინვა;
გ) ტვირთის, ნახევარვაგონებისა და ბაქნების მოსხურება ქვანახშირითა და მინერალური ზეთით, აგრეთვე ნიოგრინით, სევერინით, ქლორკალციუმისა და მარილწყლის ხსნარებით;
დ) ტვირთში ხის ბურბუშელის და ჩაუმქრალი კირის შერევა