2. წლის ცივი პერიოდის დადგომამდე, როდესაც აუცილებელია ტვირთის შეყინვის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ზომების გატარება, ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია, უზრუნველყოს ტვირთის შესაბამისი მომზადება.
3. ტვირთგამგზავნს, რომელიც ზედნადებში არასწორად მიუთითებს ტვირთის დასახელებას, განსაკუთრებულ აღნიშვნებს ან ტვირთის გადაზიდვისას აუცილებელ უსაფრთხოების ზომებს, გაგზავნის გადასაზიდად აკრძალულ ტვირთს ან არასწორად აღნიშნავს მის თვისებებს, ეკისრება ზარალის ანაზღაურების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სადგურს უფლება აქვს დატვირთვის ადგილზე შერჩევით შეამოწმოს ტვირთგამგზავნის მიერ გადასაზიდად შეყინვადი ტვირთისა და მოძრავი შემადგენლობის მომზადების მდგომარეობა