1. 16 %-მდე ტენიანობის მარცვლეული ტვირთი‚ მათ შორის 17%-მდე – სამარცვლე-პარკოსანი კულტურები‚ 15 %-მდე – ფეტვი, 10%-მდე – ზეთოვანი კულტურების თესლი და 8 %-მდე – მზესუმზირას თესლი, ჩაყრით გადაიზიდება გადაზიდვის ზოგადი პირობების შესაბამისად. უფრო მეტი ტენიანობის აღნიშნული ტვირთის გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით.
2. მცენარეთა კარანტინის უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთი გადაიზიდება საქვეკონტროლო ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.
3. დასნებოვნებული მარცვალი დასამუშავებლად და/ან გადასამუშავებლად შეიძლება გადაიზიდოს უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახურის მიერ განსაზღვრული ორგანიზაციების მისამართით. დასნებოვნებული მარცვლეული და არამარცვლეული ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ტვირთმიმღები რეცხავს ვაგონებს და ამის შესახებ წარუდგენს ცნობას დანიშნულების სადგურს.