2. წვრილმანი ფრაქციების შემცველი ტვირთის დატვირთვამდე ტვირთგამგზავნი მოვალეა, დარწმუნდეს, რომ მოცემულ მოძრავ შემადგენლობაში წარდგენილი ტვირთის გადაზიდვა არ გამოიწვევს მის დანაკარგებს, სარკინიგზო ლიანდაგისა და გარემოს დაბინძურებას. თუ ვაგონის ბაქნის ან ძარის წესივრულობისას ტვირთის დანაკარგი შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციულმა ღრეჩოებმა, ტვირთგამგზავნმა უნდა მიიღოს დამატებითი ზომები ტვირთის გამოცვენის თავიდან ასაცილებლად.
3. წვრილმანი ფრაქციების შემცველი ტვირთის დატვირთვისას ღია მოძრავ შემადგენლობაზე ტვირთგამგზავნი ვალდებულია მიიღოს ზომები სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დროს ტვირთის წვრილმანი ნაწილაკების გამოქრევისა და ტვირთის გადაცვენის თავიდან ასაცილებლად, თუ იგი ჩატვირთულია ვაგონების ბორტის დონეზე მაღლა. ტვირთის ზედაპირი, მამდიდრებელი ფაბრიკების მახარისხებელ დანადგარებზე განლაგებული სორტული და რიგითი ქვანახშირის ბრიკეტების გარდა, უნდა იყოს მოსწორებული და მოტკეპნილი იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ტექნიკური პირობებით ან ტვირთგამგზავნის მიერ შედგენილი და რკინიგზასთან შეთანხმებული ინსტრუქციით. დატვირთვის გაბარიტის ზედა შევიწროვებულ ნაწილს განივკვეთში უნდა ჰქონდეს ტრაპეციის ფორმა, ხოლო მისი ქვედა ძირი, ტვირთის დატკეპნის შემდეგ არ უნდა იყოს ნახევარვაგონის ძარის ზედა სარტყელზე უფრო მაღალი
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 81. 1. ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადასაზიდი ტვირთის ნუსხით განსაზღვრული ტვირთის წვრილმანი ფრაქციებით გადაზიდვის შესაძლებლობას ადგენს ტვირთგამგზავნი
თავი VII — ღია მოძრავი შემადგენლობით ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 74. 1. ტვირთი ვადაში მიტანილად ჩაითვლება, თუ მისი მიტანის ვადის გასვლამდე იგი გადმოიტვირთება დანიშნულების სადგურზე რკინიგზის მიერ, ან დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) გადმოსატვირთად ჩამოყენებული იქნება ტვირ
- მუხლი 75. 1. რკინიგზასა და ტვირთგამგზავნებს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ტვირთის მიტანის ამ წესისგან განსხვავებული ვადა, რაც აღინიშნება ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხა
- მუხლი 76. 1. ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადასაზიდად დაიშვება ტვირთი, რომლის ნუსხას შეიმუშავებს რკინიგზა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით
- მუხლი 77. 1. ღია მოძრავი შემადგენლობის სახეობას ირჩევს ტვირთგამგზავნი, გადასაზიდი ტვირთის თავისებურებების, დატვირთვა-გადმოტვირთვის პირობებისა და სამუშაოთა შესასრულებლად არსებული მოწყობილობისა და მექანიზმების გა
- მუხლი 79. 1. აკრძალულია ღია მოძრავ შემადგენლობაზე იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც შეფუთულია ქაღალდის, პერგამენტისა და სხვა ადვილაალებადი მასალის გამოყენებით
- მუხლი 80. 1. ჯართი, შავი ლითონის ნარჩენები და მათი შენადნობები გადაიზიდება სტანდარტების შესაბამისად მომზადებულ, გადასაზიდად უსაფრთხო, ცეცხლაფეთქებასაშიშ და რადიაქტიულ მასალებისგან უვნებელყოფილ, აგრეთვე მავნე ქი
- მუხლი 82. 1. ვაგონებში ტვირთის მოსწორებისა და დატკეპნისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მექანიზებული დანადგარები და სხვა სამარჯვები
- მუხლი 83. 1. ფიზიკური თვისებებისა და შეფუთვის გათვალისწინებით ტვირთი ვაგონებში გადაიზიდება ჩაყრით ან დაყრით
- მუხლი 84. 1. ფქვილი ჩაყრით გადაიზიდება აერირების სისტემით აღჭურვილი სპეციალიზებული ფქვილსაზიდი ვაგონებით. მარცვლეულის ტვირთი (ჭვავი, ხორბალი, შვრია, ქერი, წიწიბურა, ფეტვი, სორგო, სიმინდის მარცვალი, მარცვლოვან–პ
- მუხლი 85. 1. 16 %-მდე ტენიანობის მარცვლეული ტვირთი‚ მათ შორის 17%-მდე – სამარცვლე-პარკოსანი კულტურები‚ 15 %-მდე – ფეტვი, 10%-მდე – ზეთოვანი კულტურების თესლი და 8 %-მდე – მზესუმზირას თესლი, ჩაყრით გადაიზიდება გა
- მუხლი 86. 1. ატმოსფერული ნალექებისაგან და დაფანტვისაგან დასაცავი ტვირთი (ცემენტი‚ კირი‚ მინერალური სასუქები‚ აპატიტი‚ თაბაშირი‚ ცარცი და სხვა) გადაიზიდება ვაგონ-ჰოპერებში‚ ცემენტსაზიდებში‚ მინერალსაზიდებში‚ აპა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 81, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-81/