1. ვაგონებში ტვირთის მოსწორებისა და დატკეპნისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მექანიზებული დანადგარები და სხვა სამარჯვები.
2. თუ მინერალურ-სამშენებლო ტვირთი ჩატვირთულია ნახევარვაგონის ბორტზე მაღლა, დატვირთვის გაბარიტის ზედა შევიწროვებული ნაწილის ძირი სულ ცოტა 50 მმ-ით დაბლა უნდა იყოს ბორტების დონესთან შედარებით.
3. ტვირთის მექანიზებული დანადგარების დატკეპნა და სხვა ხერხის გამოყენება უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთისა და ვაგონების დაცვა-შენახვას.
4. შეყინვადი ტვირთი ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადაიზიდება შეყინვადი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 82
თავი VII — ღია მოძრავი შემადგენლობით ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 82, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-82/