1. ატმოსფერული ნალექებისაგან და დაფანტვისაგან დასაცავი ტვირთი (ცემენტი‚ კირი‚ მინერალური სასუქები‚ აპატიტი‚ თაბაშირი‚ ცარცი და სხვა) გადაიზიდება ვაგონ-ჰოპერებში‚ ცემენტსაზიდებში‚ მინერალსაზიდებში‚ აპატიტსაზიდებსა და სპეციალიზებულ დახურულ ვაგონებში ჩაყრით.
2. მადანი‚ ქვანახშირი‚ ფლუსები‚ ქვიშა‚ ხრეში‚ ღორღი‚ ტორფი‚ წიდა და სხვა ტვირთი, რომელიც არ მოითხოვს დაცვას ატმოსფერული ნალექებისაგან, გადაიზიდება ღია მოძრავ შემადგენლობაზე და სპეციალიზებულ ვაგონებში დაყრით. აღნიშნული ტვირთის გადაზიდვა მთლიანლითონის ლიუკიანი ნახევარვაგონების ნაცვლად ულიუკო ნახევარვაგონებით ნებადართულია‚ თუ ტვირთმიმღებს აქვს ვაგონ-საყურავები ან მათი მექანიკური გადმოტვირთვის სხვა საშუალება.
3. ტვირთის სპეციალიზებულ ვაგონებსა და ულიუკო ნახევარვაგონებში ჩაყრით გადაზიდვის დოკუმენტების გაფორმებისას, ტვირთგამგზავნი მოვალეა ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები" შეიტანოს აღნიშვნა: „სპეციალიზებული ვაგონებით (ან ულიუკო ნახევარვაგონებით) გადაზიდვა მიმღებთან შეთანხმებულია. გადმოტვირთვის მოწყობილობა არის".
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 86
თავი VIII — ტვირთის ჩაყრითა და დაყრით გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 86, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-86/