2. გამყოლის თანხლებით სავაგონო გზავნილებით გადაიზიდება შემდეგი ტვირთი:
ა)  ცხოველები;
ბ) ცოცხალი თევზი და თევზსაშენი მასალა (ლიფსიტები);
გ) მალფუჭებადი და სასურსათო ტვირთი, რომელიც გადაზიდვისას მოითხოვს სპეციალურ მომსახურებას (გათბობას, ვენტილირებას, მოვლას);
დ) ღვინო, ღვინომასალა და საკონიაკო სპირტი, რომელიც ჩასხმით გადაიზიდება სპეციალიზებულ მოძრავ შემადგენლობაზე (იზოთერმულ ვაგონ-ცისტერნებზე, თერმოს-ცისტერნებზე);
ე) ღვინო, არაყი, კონიაკი ღია ყუთებში;
ვ) სამუზეუმო და ანტიკვარული ფასეულობანი;
ზ) სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა (თბომავლები, ელმავლები, ორთქლმავლები, ძრავამავლები, ვაგონები, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების თბომავალი ავტოდრეზინები, ავტომოტრისები, დიზელ და ელექტრომატარებლების ვაგონები, მოძრავი სატვირთო ამწეები, ელექტროსადგურები, ენერგომატარებლები და სარკინიგზო სვლის მქონე სხვა მოწყობილობა), რომელიც გადაიზიდება თავის ღერძებზე უმოქმედო მდგომარეობაში; ლოკომოტივების ტენდერები;
თ) ბაქნებზე გადასაზიდი ლოკომოტივები, რომლებიც განკუთვნილია ვიწროლიანდაგიანი რკინიგზისთვის;
ი) ავტომობილები, ტრაქტორები, ყველა დასახელების მოტორიზებული მანქანები, რომლებიც ნამყოფია ექსპლუატაციაში, მათ შორის სარემონტოდ ან რემონტის შემდეგ გადასაზიდი;
კ) სპეციალური ავტომობილები, სპეციალიზებული ავტომობილები და ავტოცისტერნები (მათ შორის, ნავთობპროდუქტების, წყლის, თხევადი გაზისა და სათბობგამწყობების გადაზიდვისათვის), სპეციალური ძარების მქონე ავტომობილები; სავეტერინარო სამსახურის, მოსახლეობის კულტურული და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფურგონ-ავტომობილები; მოძრავი სახელოსნოები ავტომობილებზე, მათ შორის ავტომობილ-ლაბორატორიები; ტექნიკური დახმარების ავტომანქანები, სახანძრო მანქანები, ავტობეტონსარევები; გზების გამწმენდი საფრქვეველიანი ავტომობილები, რენტგენის, სასწრაფო დახმარების, სარეანიმაციო და სხვა ავტომობილები, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური მოწყობილობით;
ლ) ტვირთი, რომელიც გადაიზიდება სვლის გზაზე ნაწილობრივი განტვირთვით ან დამატებითი დატვირთვით;
მ) საფრთხეშემცველი ტვირთი, რომლის სავალდებულო თანხლება გათვალისწინებულია „რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესით“.
3. საერთაშორისო მიმოსვლით გადასაზიდი ტვირთის ნუსხა და მისი თანხლების წესი განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.
4. სპეციალური ტვირთის დაცვას უზრუნველყოფს სატრანსპორტო პოლიცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილი ორგანო. დასაცავი ობიექტებისა და ტვირთის ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით