1. გამყოლი, რომელსაც მინდობილი აქვს ტვირთის თანხლება და დაცვა ვალდებულია, გაგზავნის სადგურს წარუდგინოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთი და მივლინების მოწმობა.
2. გადაზიდვის დოკუმენტების საფუძველზე გაგზავნის სადგური გამყოლს გადასცემს ამ წესების დანართით განსაზღვრული ფორმის მოწმობას, რომელიც ხელმოწერილია სადგურის უფლებამოსილი მუშაკის მიერ და დამოწმებულია კალენდარული შტემპელით. მოწმობის მიღებისას, საგზაო უწყისის ყუაზე, გაგზავნის სადგურის კალენდარული შტემპელის ქვეშ გამყოლმა უნდა აღნიშნოს „მოწმობა მივიღე“ და მოაწეროს ხელი, ასევე ჩაწეროს თავისი სახელი და გვარი. მოწმობის მიღებისას გამყოლი უნდა გაეცნოს მასში განსაზღვრულ გამყოლის ძირითად მოვალეობებს, აგრეთვე ხელი მოაწეროს მოწმობასა და გამყოლისთვის მოწმობის გაცემის რეგისტრაციის წიგნში.
3. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, გამყოლს მოწმობა გადაეცემა ხელწერილით გაგზავნის სადგურის მიერ ამობეჭდილი გუ-27 უ-ვც ფორმის ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლის სახით. ამ შემთხვევაში, გაგზავნის სადგური ელექტრონულ ზედნადებში აღნიშნავს მოწმობის გაცემის თარიღს.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 101
თავი X — ტვირთის თანხლებით გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 101, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-101/