2. საწოლადგილებიანი ვაგონის გამყოლი პასუხს აგებს იმისთვის, რომ მგზავრმა სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნული მარშრუტის თანახმად გაიაროს დანიშნულების ან გადაჯდომის სადგური. გავლის თითოეული შემთხვევის გამო დგება აქტი მატარებლის უფროსის (მექანიკოს- ბრიგადირის), ვაგონის გამყოლისა და მგზავრის ხელმოწერით, რომელიც დამოწმებულია სადგურის შტემპელით. აღნიშნული აქტი უფლებას აძლევს მგზავრს დაბრუნდეს დანიშნულების ან გადაჯდომის სადგურამდე მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე.
3. მატარებელს ჩამორჩენილმა მგზავრმა ეს უნდა განუცხადოს სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) (ან ამისათვის რწმუნებულ პირს), რომელიც ამ წესების 43-ე მუხლის შესაბამისად ახალი კომპოსტერის დადებით აღადგენს მომდევნო მატარებელზე სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება