მუხლი 38🔗
საწოლადგილიან ვაგონში ერთ-ერთ შუალედურ სადგურამდე მიმავალმა მგზავრმა, თუ სურვილი აქვს განაგრძოს გზა იმავე ვაგონით (ცვლადი ტრაფარეტის ვაგონების გარდა), წინასწარ უნდა განუცხადოს ეს ვაგონის გამყოლის მეშვეობით მატარებლის უფროსს (მექანიკოს-ბრიგადირს), რომელიც სამგზავრო მატარებლებში ადგილების განაწილებისა და გამოყენების გაერთიანებულ საგზაო და ტერიტორიული ბიუროს თანხმობით უფორმებს მგზავრს შემდგომ მგზავრობას გუ-57 ფორმის ქვითრით. წინააღმდეგ შემთხვევაში იკარგება ამ ვაგონში მგზავრისთვის საწოლი ადგილის შენარჩუნების უფლებ