2. მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) დეპეშის მიღების შემდეგ სასწრაფოდ მიმართავს ღონისძიებებს, რათა დაცულ იქნეს ჩამორჩენილი მგზავრის ბარგი და სამგზავრო დოკუმენტი და შესანახად აბარებს აქტის მიხედვით დეპეშაში აღნიშნულ სადგურს, სადაც იმყოფება მგზავრი. ამ შეტყობინების საფუძველზე მგზავრს, თუ მას სამგზავრო დოკუმენტი ვაგონში დარჩა, ეძლევა იმ სადგურამდე მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე მგზავრობის უფლება, სადაც დატოვებულია მისი ბარგი და სამგზავრო დოკუმენტი. მგზავრობის უფლებისათვის მგზავრს უფასოდ ეძლევა ახალი სამგზავრო დოკუმენტი (საერთო ან პლაცკარტის). მატარებელს ჩამორჩენილი მგზავრისთვის დახმარების აღმოსაჩენად გაგზავნილი დეპეშის საფასურის გადახდევინება არ ხდება.
3. გამყოლი, რომელიც აღმოაჩენს, რომ მისი ვაგონის მგზავრი მატარებელს ჩამორჩა, მოვალეა დაუყოვნებლივ განუცხადოს ეს მატარებლის უფროსს (მექანიკოს-ბრიგადირს) და შეადგინოს აქტი, სადაც აღნიშნული იქნება ხელბარგის დატოვებული ადგილების დასახელება და რაოდენობა. აქტს ხელს უნდა აწერდნენ მატარებლის უფროსი, გამყოლი და ორი მგზავრ