2. ადრე შეძენილი სამგზავრო დოკუმენტები ინარჩუნებს თავის მოქმედებას, თუ მგზავრი მიემგზავრება იმავე კატეგორიის მატარებლით და ვაგონით და იმავე მარშრუტით. თუ მგზავრი მიემართება მაღალი კატეგორიის მატარებლით და ვაგონით ან სხვა მარშრუტით, მას ახდევინებენ მგზავრობის ღირებულების სხვაობას.

3. სამგზავრო დოკუმენტზე თავდაპირველი კომპოსტერული ნიშნები უქმდება ჯვრისებური წარწერით: “კომპოსტერი გაუქმებულია”. წარწერა დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერით და სადგურის შტემპელით. აღნიშნავენ გაუქმების თარიღს და საათს.

4. თუ მგზავრს სურს იმგზავროს დაბალი კატეგორიის მატარებლით ან ვაგონით, გადახდილი დამატებითი საფასური (პლაცკარტისა და სიჩქარისთვის) დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადის გამოთვლა ხდება დღის 24 საათიდან, რომელიც აღნიშნულია ახალი კომპოსტერით. გათავისუფლებული ადგილები გასაყიდად უნდა გადაეცეს სალარო