2. დეპეშაში აღნიშნული უნდა იყოს: მგზავრის გვარი, ინიციალები, რომლის სამგზავრო დოკუმენტი დარჩა გამცილებელთან, მატარებლის, ვაგონის კატეგორია და ადგილის ნომერი, რომლითაც მიემართება მგზავრი, დანიშნულების სადგური და გაგზავნის სადგურში წარდგენილი სამგზავრო დოკუმენტების (ბილეთი, დამატებითი საფასურის ქვითარი და ა.შ.) ნომრები.

3. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული დეპეშის (ტელეფონოგრამის) საფუძველზე, რომელიც დამოწმებულია სატელეგრაფო წესების შესაბამისად, სადგური, რომელმაც მიიღო დეპეშა (ტელეფონოგრამა), უფასოდ გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტებს და დეპეშას (ტელეფონოგრამას) სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შესახებ ანგარიშის ჩაბარებისას ურთავს როგორც გამართლებას.

4. თუ საწყისი სადგურიდან მგზავრის გაგზავნის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არ იქნება მიღებული დეპეშა გაგზავნის სადგურის უფროსისგან, მგზავრი ვალდებულია უბილეთო მგზავრობისთვის გადაიხადოს შესაბამისი ბილეთის ღირებულების რკინიგზის მიერ განსაზღვრული გაზრდილი ოდენობა ან დატოვოს მატარებელი.

5. სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი), რომელმაც გაგზავნა დეპეშა (ტელეფონოგრამა) მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შესახებ, მოვალეა გამცილებლისგან მიღებული სამგზავრო დოკუმენტები თავისი დეპეშის (ტელეფონოგრამის) პირთან ერთად წარუდგინოს საფინანსო სამსახურს, ამასთან დაურთოს ისინი მორიგ ანგარიშს სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის შესახებ. სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის ანგარიშის ბოლოს ამ შემთხვევაში კეთდება წარწერა: “წარმოდგენილია გამცილებლებთან დატოვებული სამგზავრო დოკუმენტები, სულ ..... ერთეულის რაოდენობით დეპეშების (ტელეფონოგრამების) პირების თანახმად