2. მგზავრი ვალდებულია თავისი სამგზავრო დოკუმენტი წარუდგინოს სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) ან ვაგზლის მორიგეს იმ მატარებლის სადგურში მოსვლის მომენტიდან 4 საათის განმავლობაში, რომლითაც იგი მგზავრობდა, სამგზავრო დოკუმენტზე მასტიკის შტემპელის დასადებად: “.......... სადგური გაჩერება სამგზავრო დოკუმენტის ვარგისობის ვადა გაგრძელებულია . . . . . . . . . /წელი, თვე, რიცხვი, საათი / . . . . . . . . . . /ხელმოწერა/”.

3. გაჩერების შტემპელდადებული სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება გაფორმდეს დანიშნულების სადგურამდე მგზავრობის გასაგრძელებლად, თუ ვარგისობის დარჩენილ ვადაში შეიძლება ამ სადგურამდე მისვლა, მგზავრი იხდის საფასურს საწოლი ადგილის დაკავებისთვი