მუხლი 441 თუ საერთო ფორმის აქტი სვლის გზაზე მდებარე სადგურში დგება ტელეფონით ან რადიოკავშირით გადაცემული მონაცემების საფუძველზე‚ გადაზიდვის დოკუმენტებზე თანდართულ საერთო ფორმის აქტის პირველ ეგზემპლარს ხელი შეიძლება მოაწეროს მისმა შემდგენელმა პირმა, იმ მუშაკის გვარ-სახელისა და თანამდებობის მითითებით‚ ვინც უზრუნველყო დათვალიერება. საერთო ფორმის აქტის მეორე ეგზემპლარს, დადგენილი წესით, ხელს აწერს მასში აღნიშნული ყველა პირი🔗