მუხლი 92🔗
ბარგის გადასაზიდად ჩაბარება შეიძლება როგორც მგზავრის გაგზავნის სადგურში, ისე სვლის გზაზე საბარგო ოპერაციებისთვის გახსნილ ნებისმიერ შუალედურ სადგურში. დანიშნულების სადგურში შეიძლება იყოს არა მარტო მგზავრის სვლის ბოლო სადგური, არამედ სვლის გზაზე განლაგებული და საბარგო ოპერაციების საწარმოებლად გახსნილი ნებისმიერი სადგური. გაგზავნის თავდაპირველ სადგურში სამგზავრო დოკუმენტით ბარგის მიღება წონის მიხედვით ფორმდება ერთი ან რამდენიმე საბარგო ქვითრის გაცემის გზი