2. მგზავრს შეუძლია ბარგი გადასაზიდად წინასწარ ჩააბაროს. წინასწარი შენახვის საფასურის გადახდევინება ხდება ამ წესების 189-ე მუხლის თანახმად. გადასაზიდად მიიღება ისეთი ნივთები და საგნები, რომლებიც თავისი ზომით, შეფუთვით და თვისებებით შეიძლება ადვილად ჩაიტვირთოს და განლაგდეს საბარგო ვაგონში ისე, რომ არ დააზიანოს სხვა მგზავრთა ბარგი.
2. თითოეული ადგილი მომარჯვებული უნდა იყოს ან ჰქონდეს მოწყობილობანი, რომლებიც დატვირთვისას და გადმოტვირთვისას იძლევა მისი გადატანის საშუალებას. ჩემოდნები, ზანდუკები, კალათები, ყუთები, კოლოფები და ფუთები მაგრად უნდა იყოს შეკრული. ტარა ან შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს გადაზიდვის მთელი დროის განმავლობაში ნივთების დაცულობას.
3. ელექტროტექნიკური მოწყობილობის შეფუთვისადმი მოთხოვნები განსაზღვრულია 126-ე მუხლით.
4. ველოსიპედების, საბავშვო ეტლებისა და საწოლების, საპროთეზო ეტლების და ინვალიდთა სხვა ტექნიკური საშუალებების მიღება შეიძლება შეფუთულად ან შეუფუთავად.
5. დაუშვებელია ნებისმიერი იმ ნივთისა და საგნის ბარგად გადაზიდვა, რომლის ერთი ადგილის წონა აღემატება 80 კგ-ს, სიგრძე 3 მ-ზე მეტია.
6. 80 კგ-ზე მეტი წონის დაუნაწილებელი ადგილები (მაცივრები, გაზის ქურები და ა.შ.) მიიღება, ბარგად გადაზიდვისთვის, ესე იგი სამგზავრო დოკუმენტით მატარებელში თითოეულ გაფორმებულ ადგილზე ერთი ერთეულის რაოდენობით. ამ რაოდენობის გადამეტებით მიღებული დაუნაწილებელი საგნების გადაზიდვის საფასურის გადახდა ხდება ტვირთბარგის ტარიფით. მათი გადაზიდვის წესი გათვალისწინებულია 127-ე მუხლი