2. გზაში მგზავრისგან ბარგის გადასაზიდად მიღებას იმავე მატარებლის საბარგო ვაგონში, რომლითაც მგზავრი მიემგზავრება, აწარმოებს საბარგო ვაგონის ბარგის მიმღებ-ჩამბარებელი მატარებლის დგომის დროს წინასწარი გაფრთხილების თანახმად, სადაც ეს შესაძლებელია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში ბარგის მიღების გაფორმება, საფასურის გადახდევინება და ბარგის გაცემა დანიშნულების სადგურში წარმოებს ბაქნიანი ბარგისთვის გათვალისწინებული წესით.

4. თუ წარმოდგენილ სამგზავრო დოკუმენტში უკვე არის აღნიშვნა იმის შესახებ, რომ საბარგო ვაგონში უკვე მიღებული იყო იარლიყიანი ბარგი, იარლიყის უკანა მხარეზე მიმღებ-ჩამბარებელი ხელით აღნიშნავს – „ბარგი მიღებულია ხელმეორედ” და სვამს მასზე იარლიყის ნომერს, რომლითაც წინათ უკვე ჩაბარებული იყო ბარგი. ამ შემთხვევაში გაცემის სადგურის მორიგე იარლიყზე აღნიშვნის თანახმად ადგენს გადაზიდული ბარგის წონას და ახდევინებს გადაზიდვის საფასურს.

5. დანიშნულების სადგურში ბარგის გაცემა წარმოებს იარლიყის სანაცვლოდ ბარგის წონის განსაზღვრის და საბარგო სალაროს მიერ ყველა კუთვნილი საფასურის მიღების შემდეგ.

6. იარლიყით გაფორმებული თითოეულ საბარგო გზავნილზე მიმღებ-ჩამბარებელი ავსებს გუ-26 ფორმის ცალკე ჩასაბარებელ სიას და სიის პირველ ორ სტრიქონზე აკეთებს ჩანაწერს – „ბარგი იარლიყით” და აწერს ბარგის ჩაბარებისას დადგენილ მონაცემებს, რომლებსაც ხელს აწერენ საბარგო ვაგონის და სადგურის მიმღებ-ჩამბარებლები.

7. დაუნაწილებელი საგნები (საბავშვო ეტლები, ველოსიპედები და ა.შ.) გადასაზიდად შეიძლება მიიღოს უშუალოდ საბარგო ვაგონის მიმღებ-ჩამბარებელმა, რომელიც რეგულარულად მიმოდის მატარებლით.

8. ბარგის მიღება წარმოებს საბილეთო-საბარგო სალაროში გადაზიდვის საფასურის წინასწარი გადახდის შემდეგ მანძილისა და თითოეული საგნის ფიქსირებული წონის – 20 კგ გათვალისწინებით. ბარგის მიღებისას გაიცემა გუ-57 ფორმის ქვითარი. აღნიშნულ საგნებს იღებენ იმავე მატარებლით მიმავალი მგზავრებისგან, რომელშიც ჩაბარებულია ნივთები, სვლის გზაზე ნივთების გადაუტვირთავად. მიმღებ-ჩამბარებელი ამ ბარგს გასცემს უშუალოდ ვაგონიდა