2. II და III სატრანსპორტო კატეგორიის რადიაციული შეფუთვის წვრილმანი პარტია გადასაზიდად მიიღება ტვირთბარგის სახით, თუ:
ა) რადიაციული შეფუთვის გარე ზედაპირზე არ არის მოსახადი გაჭუჭყიანება, ხოლო საერთო გაჭუჭყიანების ოდენობა არ აღემატება დადგენილ ზღვრულ ნორმას;
ბ) II და III სატრანსპორტო კატეგორიის რადიაციული შეფუთვის საერთო რაოდენობა იმდენია, რომ სატრანსპორტო ინდექსების ჯამი არ აღემატება 10;
გ) საბარგო ვაგონში ხალხის მუდმივი ყოფნის ადგილას ეკვივალენტური დოზის დასხივების სიმძლავრე არ აღემატება 0,01 მზვ/ს (1 მბერ/ს);
დ) ერთი რადიაციული შეფუთვის მაქსიმალური მასა არ აღემატება 165 კგ – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ მექანიკური ხერხით ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას, ხოლო ხელით ჩატვირთვისას – 50 კგ;
ე) ერთი რადიაციული შეფუთვის მინიმალური ბრუტო მასა 10 კგ, ხოლო ზომა არანაკლებ 0,2 X 0,2 X 0,2 მ-ია.
3. გზავნილი, რომლის ცალკეული ადგილის მასა აღემატება 50 კგ, გადასაზიდად მიიღება იმ პირობით, თუ განრიგის მიხედვით მატარებლის გაჩერების დრო დანიშნულების სადგურში არ აღემატება 5 წთ-ს.
4. ტვირთმიმღები ვალდებულია დანიშნულების ადგილში დახვდეს მისი მისამართით გამოგზავნილი რადიაციული ტვირთის გადამზიდ მატარებელს. თუ ტვირთგამგზავნი არ შეასრულებს ამ ვალდებულებას, რადიაციულ ტვირთს საბარგო ვაგონიდან გადმოტვირთავენ საბარგო საკუჭნაოში, სადგურის პასუხისმგებელი პირი კი იღებს ამ წესის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ზომებს
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 186. 1. საბარგო ვაგონში ერთდროულად გადასაზიდი I სატრანსპორტო კატეგორიის რადიაციული შეფუთვის რაოდენობა შეუზღუდავია და სრულდება მსვლელობის გზაზე გადაუტვირთავად
თავი 34 — რადიაციული ტვირთის გადაზიდვა სამგზავრო მატარებლით
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 127. 1. მოქალაქეებისგან ტვირთბარგი გადასაზიდად მიიღება არა უმეტეს 80 კგ ცალკეული ადგილების წონისა, იმ სადგურებიდან და სადგურებამდე, რომლებიც ღიაა ტვირთბარგის ოპერაციებისთვის სვლის გზაზე გადატვირთვით
- მუხლი 93. 1. მგზავრს თავდაპირველი გაგზავნის სადგურში ან სვლის გზაზე შეუძლია ბარგი გადასაზიდად ჩააბაროს მატარებლის საბარგო ვაგონში. ამ შემთხვევაში მიმღებ-ჩამბარებელი ბარგს იღებს მხოლოდ მგზავრის სვლის სადგურამდე,
- მუხლი 129. 1. 128-ე მუხლში დასახელებული ტვირთის შემდგომ ტვირთბარგად გადასაზიდად სვლის გზაზე გადაუტვირთავად მიიღება შემდეგი მალფუჭდებადი ტვირთი: ხორცი და რძე, ყველა სახის ხიზილალა, საფუარი, კვერცხი, კიბო, ბოსტნეუ
- მუხლი 254. 1. რკინიგზაზე მიცვალებულის კუბოში გადაზიდვა ხდება საბარგო და საფოსტო-საბარგო ვაგონებით ან მათი ნაკვეთურებით სვლის გზაზე გადაუტვირთავად, თუ გაგზავნის სადგურში მიცვალებულის თანმხლები პირი წარადგენს ადგი
- მუხლი 200. სახელმწიფო უწყებათა და იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ვაგონების (საბარგოების გარდა) მსვლელობას სამგზავრო მატარებლის შემადგენლობაში გაგზავნის სადგური აფორმებს საგზაო უწყისით (ფორმა ლუ-12გ), სა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 180. 1. რადიაციული შეფუთვის პლომბის დარღვევის ან შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში მისი გახსნისა და შეგთავსის შემოწმების გარეშე დგება საერთო ფორმის აქტი, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ტვირთმიმღებს
- მუხლი 181. 1. დეზაქტივაციას, სანიტარიული ზედამხედველობის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კონტროლით უზრუნველყოფს ტვირთმიმღები თავისი საშუალებითა და ხარჯით
- მუხლი 182. 1. რადიოაქტიურნივთიერებიანი შეფუთვა რკინიგზის უნივერსალურ კონტეინერში გადასაზიდად მიიღება მხოლოდ იმ სადგურის დანიშნულებით, რომელიც აღჭურვილია საკონტეინერო სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი მოწყობილობი
- მუხლი 183. 1. რადიაციული შეფუთვის ჩატვირთვის შემდეგ ტვირთგამგზავნმა გაზომვის მეშვეობით უნდა განსაზღვროს უნივერსალური კონტეინერის გარე ზედაპირსა და მისგან 1 მ მანძილზე დასხივების ეკვივალენტური დოზის სიმძლავრე და
- მუხლი 184. 1. კონტეინერში მოთავსებული რადიაციული ტვირთის წონა არ უნდა აღემატებოდეს კონტეინერის ტვირთამწეობას
- მუხლი 185. 1. II და III სატრანსპორტო კატეგორიის მქონე რადიაციულშეფუთვიანი კონტეინერის გადაზიდვა გამოუმჟღავნებელი კინო-, ფოტო- და რენტგენული ფირითა და ფირფიტით დატვირთულ კონტეინერთან ერთად ერთ ვაგონში არ დაიშვება
- მუხლი 187. 1. 1-ლი სატრანსპორტო კატეგორიის რადიაციული შეფუთვის გადაზიდვა სამგზავრო მატარებლის ცალკე კუპეში დაიშვება მხოლოდ რკინიგზის წერილობითი ნებართვის საფუძველზე, თანხლებითა და დამატებითი საფასურის გადახდის პ
- მუხლი 188. 1. რადიოაქტიური ნივთიერებისგან დაცლილი სატრანსპორტო-საფუთავი კომპლექტი უნდა იყოს გაწმენდილი და არ ჰქონდეს რადიოაქტიური ნივთიერების მოსახადი გაჭუჭყიანება გარე ზედაპირზე, ხოლო საერთო რადიაქტიური გაჭუჭყი
- მუხლი 189. 1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია დაკეტოს და დაპლომბოს კონტეინერი და მოათავსოს იგი გარე შეფუთვაში, რომელსაც არა აქვს რადიაციული საფრთხის ნიშანი
- მუხლი 190. 1. რადიაციული ტვირთის სისტემატურად გამგზავნ, მიმღებ ან დროებით შემნახველ სადგურს საერთი სარგებლობის საწყობში შემოღობილი უნდა იყოს არანაკლებ 10 კვმ ფართის საგანგებო ადგილი. აღნიშნული ადგილი შემოიღობება
- მუხლი 191. 1. I, II და III სატრანსპორტო კატეგორიის რადიაციული შეფუთვა შეიძლება დროებით იქნეს შენახული საწყობში სხვა ტვირთთან ერთად, შემდეგი პირობების დაცვით:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 186, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-186/