2. იურიდიული პირებისგან ტვირთბარგი გადასაზიდად მიიღება არა უმეტეს 80 კგ თითოეული ადგილის წონისა სვლის გზაზე გადაუტვირთავად ტვირთბარგის ოპერაციებისთვის გახსნილ სადგურებს შორის, გარდა 128-ე მუხლში მითითებული ტვირთისა.
3. ნებადართულია, გამონაკლისის წესით, იმ პროდუქციის მიღება, რომელიც უბრუნდებათ დამამზადებელ ქარხნებს რემონტის ან მისი შეცვლის შემდეგ (ტელევიზორები, მაცივრები, მოტოციკლები და ა.შ.) მხოლოდ კერძო პირების მისამართით არა უმეტეს 80 კგ ცალკეული ადგილების წონისა ტვირთბარგის მიღება-გაცემისთვის ღია სადგურებამდე სვლის გზაზე გადატვირთვით.
4. ტვირთბარგის ოპერაციებისთვის ღია სადგურების ნუსხა გამოქვეყნებულია საფოსტო-საბარგო მატარებლებისა და საბარგო ვაგონების შედგენის ქსელურ გეგმაშ