2. ტვირთბარგი გადასაზიდად მიიღება სახსტანდარტის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი შეფუთვით.

3. მინის ნაკეთობების ან სარკიანი ნივთების გადასაზიდად მიღება წარმოებს შეფუთვით, რომელიც იძლევა დატვირთვა-გადმოტვირთვისას მინის ან სარკის მთლიანობის გარანტიას. თითოეულ ადგილზე უნდა იყოს წარწერა: „ფრთხილად, მინაა“.

4. სვლის გზაზე გადაუტვირთავად გადაზიდვისას ელექტროტექნიკურ მოწყობილობის იღებენ შეფუთვით, რომელიც უზრუნველყოფს დაცულობას, ხოლო გადატვირთვით გადასაზიდად – მხოლოდ მაგარი შეფუთვით. ტელევიზორებისა და რადიომიმღებების გადაზიდვის გაფორმებისას შესაფუთზე ზემოდან ან ერთ-ერთ გვერდით კედელზე მკაფიოდ უნდა წაიწეროს: „ფრთხილად, ტელევიზორია“ ან “ფრთხილად, რადიომიმღებია“.

5. სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეფუთული უნდა იყოს ყუთებში, კალათებში, ტომრებში, ხოლო თაფლი – ლითონის მათარებში ან ხის პატარა კასრებში. შეფუთვა უნდა იძლეოდეს გადასაზიდი პროდუქტების დაცულობის გარანტიას.

6. მოტოველოსიპედების, მოტოციკლების, მოპედებისა, მოტოროლერების და მოტოეტლების ავზები გაწმენდილი უნდა იყოს საწვავისა და ზეთებისაგან. მოტოციკლებს (165 კგ-მდე წონისა), მოტოროლერებსა და მოპედებს გადასაზიდად იღებენ საქარხნო ან სხვა მაგარი შეფუთვით (მოლარტყვით