2. დაუშვებელია 89-ე მუხლით გათვალისწინებული ტვირთის, აგრეთვე 80 კგ-ზე მეტი წონის, 3 მ-ზე მეტი სიგრძის საგნების, მინისტარიანი სითხის, ცარიელი კასრებისა და ყუთების, კაბელის დოლების, მათარების, ქვეშების, დასაშლელი ქვეშების ტვირთბარგად გადაზიდვა.

3. მალფუჭებადი ტვირთი გადაიზიდება სვლის გზაზე გადაუტვირთავად 129-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) მატარებლის დგომის დროის ან საბარგო ვაგონში ადგილების არსებობის მიხედვით უფლება აქვს შეზღუდოს ერთდროულად გადასაზიდად მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წონა და რაოდენობა. ამ შემთხვევაში მისი გაგზავნა უნდა გაფორმდეს რამდენიმე გზავნილად.

5. მინის ნაკეთობები ან სარკიანი ნივთები ყველა მატარებლის საბარგო ვაგონებში გადასაზიდად მიიღება სვლის გზაზე გადაუტვირთავად.

6. რკინიგზის კვანძებში ტვირთბარგი გადასაზიდად მიიღება მხოლოდ გასვლის სადგურის იმ ხაზიდან, საიდანაც ტვირთბარგი იგზავნება.

7. საკვანძო სადგურებში გაგზავნილი ტვირთბარგი გადასაზიდად მიიღება რკინიგზის იმ სადგურის დანიშნულებით, რომლითაც ტვირთბარგი მოდის კვანძში. ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის სადგურებისთვის თავდაპირველ გაგზავნის სადგურად ითვლება ფართო ლიანდაგთან მიერთების პუნქტი.

8. ტვირთბარგს გადასაზიდად იღებენ, თუ ტვირთბარგის გაგზავნის და მისი დანიშნულების სადგურში მატარებლის დგომის ხანგრძლივობა 5 წუთზე ნაკლები არ არის. ტვირთბარგის მიღება შეიძლება წინასწარ. წინასწარ მიღებული ტვირთბარგის შენახვის საფასურს ახდევინებენ ამ წესების 189-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმა