2. ბარგის გადამისამართების შესახებ ბარგის მფლობელმა თავდაპირველი დანიშნულების სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს) უნდა წარუდგინოს წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, როდის, რომელი სადგურიდან და რომელ სადგურამდე ჩაიბარეს გადასაზიდად ბარგი, ბარგის გზავნილის ნომერი, ბარგის ახალი დანიშნულების სადგურის სახელწოდება და ბარგის მფლობელის ზუსტი მისამართი. სადგურის (ვაგზლის) უფროსი (დირექტორი), რომელმაც განცხადება მიიღო, ბარგის ქვითრის უკანა მხარეს აკეთებს შემდეგი შინაარსის აღნიშვნას: „განცხადება . . . . . . სადგურამდე ბარგის ხელმეორედ გაგზავნის შესახებ მისი არადროული მოსვლის მიზეზით მიღებულია”.

3. აღნიშვნას ამოწმებენ კალენდარული შტემპელით და სადგურის (ვაგზლის) უფროსის (დირექტორის) ხელმოწერით. ბარგის ქვითარს უბრუნებენ მგზავრ