მუხლი 116🔗

ბარგის წონის ან ადგილების დანაკლისისას, აგრეთვე დაზიანებისას, თუ ბარგის მიმღები თანახმაა მიიღოს იგი ასეთი სახით, ბარგს გასცემენ. ქვითარი რჩება სადგურში, ხოლო ბარგის მიმღებს მისი მოთხოვნით მხოლოდ ადგილების გახსნის ან შიგთავსის შემოწმების შემდეგ (მიმღების მიერ წარმოდგენილი აღწერის თანახმად) გადასცემენ კომერციულ აქტს, რომელშიც, დანაკლისის ან დაზიანების შესახებ მონაცემების გარდა, აღნიშნული უნდა იყოს მიმღების სახელი, მამის სახელი, გვარი და მისამართი, გამოცხადებული ფასეულობის თანხა, თუ იგი აღნიშნული იყო. ამ აქტით მგზავრს შეუძლია განუცხადოს პრეტენზია გაგზავნის ან დანიშნულების რკინიგზის სადგურს, აგრეთვე მიიღოს ბარგის ნაპოვნი დანაკლისი ადგილებ