მუხლი 111🔗
დანიშნულების სადგური, იმ შემთხვევაში, თუ არ ჩამოვიდა ბარგი, რომლის გაცემაზე მგზავრმა წარადგინა მოთხოვნა, მოვალეა ბარგის ქვითრის უკანა მხარეზე ადგილზე მიტანის ვადის გასვლის შემდეგ გააკეთოს აღნიშვნა – „ბარგი არ მოვიდა”, დასვას შტემპელი თარიღის აღნიშვნით და მიიღოს მგზავრისგან განცხადება, რომელშიც აღნიშნულია მისამართი მისთვის ბარგის მოსვლის შესახებ შეტყობინების გასაგზავნად. ამ შემთხვევაში შეტყობინების საფასურს არ ახდევინებე