1. მგზავრი გადამყვან-გადამზიდველს ან მის აგენტს წერილობით შეტყობინებას გაუგზავნის:

(a) ბარგის აშკარა დაზიანების შემთხვევაში;

(i) კაიუტის ბარგთან მიმართებაში – მგზავრის გადმოსვლამდე ან გადმოსვლისას;

(ii) ყველა სხვა სახის ბარგთან მიმართებაში – მის გაცემამდე ან გაცემისას.

(b) ბარგის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, რომელიც არ არის აშკარა – თხუთმეტი დღის განმავლობაში მგზავრის გადმოსვლის ან ბარგის გაცემის დღიდან, ან იმ მომენტიდან, როდესაც ბარგი უნდა გაცემულიყო.

2. თუ მგზავრმა ვერ შეასრულა წინამდებარე მუხლის მოთხოვნები, ჩაითვლება, რომ მან დაუზიანებლად მიიღო ბარგი, თუ საწინააღმდეგო არ დამტკიცებულა.

3. წერილობითი შეტყობინების გაგზავნა საჭირო არ არის, თუ ბარგის მდგომარეობა ერთობლივად დადგინდა ან შემოწმდა მისი მიღების მომენტშ