სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარება და შესრულება

1. იმ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია მე-17 მუხლის შესაბამისად, რომელიც ხორციელდება გემის წარმოშობის სახელმწიფოში, სადაც ის აღარ ექვემდებარება გადასინჯვას ჩვეულებრივი წესით, აღიარებული იქნება ნებისმიერ მხარე-სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

a) გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თაღლითობის შედეგად; ან

b) მოპასუხეს არ მიეცა გონივრული ვადა და შესაძლებლობა სასამართლოში თავისი პოზიციის დასაცავად.

2. გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებულია 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ექვემდებარება განხორციელებას თითოეულ მხარე-სახელმწიფოში, როგორც კი შესრულდება ამ სახელმწიფოში სავალდებულო ფორმალობები. ეს ფორმალობები არ უნდა ითვალისწინებდეს საქმის არსებითად გადახედვას.

3. წინამდებარე კონვენციის მხარე-სახელმწიფომ შეიძლება  გამოიყენოს სხვა წესები სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარებისა და შესრულებისთვის, იმ პირობით რომ უზრუნველყოფილ იქნება სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარება და შესრულება სულ მცირე იმ ხარისხით, რა ხარისხითაც ამას ითვალისწინებს 1-ლი და მე-2 პუნქტებ