1. იმ შემთხვევებში, როდესაც მოქმედებს მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზღვარი, ის ვრცელდება იმ თანხების ერთობლიობაზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას ყველა იმ მოთხოვნასთან მიმართებაში, რომლებიც წარმოიშვება რომელიმე მგზავრის გარდაცვალებასთან ან ფიზიკურ ზიანთან, ან მისი ბარგის დაკარგვასთან ან დაზიანებასთან დაკავშირებით.
2. ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის მიერ განხორციელებულ გადაყვანა-გადაზიდვასთან მიმართებაში, იმ თანხების ერთობლიობა, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას გადამყვან-გადამზიდველის, ან ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის, ასევე მათი მოხელეების ან აგენტების მიერ, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობების ფარგლებში, არ უნდა აღემატებოდეს ანაზღაურების უმაღლეს თანხას, რომლის გადახდაც, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, შეიძლება დაეკისროს გადამყვან-გადამზიდველს, ან ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველს. ამასთან, არც ერთი ზემოაღნიშნული პირი პასუხს არ აგებს თანხაზე, რომელიც მისთვის დადგენილ პასუხისმგებლობის ზღვარს აღემატება.
3. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც გადამყვან-გადამზიდველის, ან ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის მოხელე ან აგენტი უფლებამოსილია, წინამდებარე კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, გამოიყენოს პასუხისმგებლობის ის ზღვარი, რომელიც გათვალისწინებულია მე-7 და მე-8 მუხლებით, იმ თანხების ერთობლიობა, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას გადამყვან-გადამზიდველის, ან ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის, და ამ მოხელის ან აგენტების მიერ, არ უნდა აღემატებოდეს ამ ზღვარ