1. მგზავრის გარდაცვალების, ან მისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების შემთხვევაში, გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა, მე-3 მუხლის შესაბამისად, არ უნდა აღემატებოდეს 400,000 საანგარიშო ერთეულს თითო მგზავრზე თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. თუ იმ სასამართლოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც განიხილავს საქმეს, ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას პერიოდული შენატანების ფორმით, ამ შენატანების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ზემოაღნიშნულ ზღვარს.
2. მხარე-სახელმწიფოს შეუძლია, შიდა კანონმდებლობის კონკრეტული დებულებების მეშვეობით, დაარეგულიროს 1-ლიპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზღვარი, იმ პირობით, რომ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზღვარი, თუ ასეთი არსებობს, არ უნდა იყოს პირველი პუნქტით განსაზღვრულზე უფრო ნაკლები. მხარე-სახელმწიფო, რომელიც იყენებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, გენერალურ მდივანს აცნობებს მის მიერ დამტკიცებული პასუხისმგებლობის ზღვარის, ან იმის შესახებ, რომ ასეთი ზღვარი არ არსებობ