1. თუ გადაყვანა-გადაზიდვის ან მისი ნაწილის განხორციელება დაევალება ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველს, გადამყვან-გადამზიდველი, წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება პასუხისმგებელი გადაყვანა-გადაზიდვის მთლიან პროცესზე. ამასთანავე, ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველს, წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, გააჩნია ვალდებულებები და უფლებები გადაყვანა-გადაზიდვის იმ ნაწილთან მიმართებაში, რომელიც ხორციელდება მის მიერ.

2. ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის მიერ განხორციელებულ გადაყვანა-გადაზიდვასთან მიმართებაში, გადამყვან-გადამზიდველი პასუხს აგებს ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის, ასევე მისი მოხელეებისა და აგენტების ქმედებებისა და უმოქმედობისთვის, რასაც ადგილი აქვს მათი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას.

3. ნებისმიერი სპეციალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გადამყვან-გადამზიდველი კისრულობს ვალდებულებებს, რომლებიც მას არ ეკისრება წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, ან უარს ამბობს იმ უფლებებზე, რომლებიც მას ენიჭება წინამდებარე კონვენციის ფარგლებში, ძალაშია ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველისთვის მხოლოდ მისი მკაფიოდ გამოხატული და წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

4. თუ, და იმ მოცულობით, რა მოცულობითაც გადამყვან-გადამზიდველს და ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, ისინი პასუხს აგებენ ერთობლივად და ცალ-ცალკე.

5. წინამდებარე მუხლის არც ერთი პუნქტი არ ზღუდავს ერთმანეთის მიმართ გადამყვან-გადამზიდველის და ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველის რეგრესის  უფლება