წინამდებარე კონვენციაში ქვემოთ მოყვანილი ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:
1. (a) „გადამყვან-გადამზიდველი“ ნიშნავს პირს, რომლის მიერაც, ან რომლის სახელითაც გაფორმებულია გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, იმისდა მიუხედავად, გადაყვანა-გადაზიდვას სინამდვილეში ეს პირი ახორციელებს თუ ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველი;
(b) „ფაქტობრივი გადამყვან-გადამზიდველი” ნიშნავს პირს, გარდა გადამყვან-გადამზიდველისა, რომელიც, წარმოადგენს რა გემის მესაკუთრეს, დამფრახტველს ან ოპერატორს, ფაქტობრივად ახორციელებს მთლიან გადაყვანა-გადაზიდვას, ან გადაყვანა-გადაზიდვის ნაწილს; და
(c) „გადამყვან-გადამზიდველი, რომელიც ფაქტობრივად ახორციელებს მთლიან გადაყვანა-გადაზიდვას, ან გადაყვანა-გადაზიდვის ნაწილს“ ნიშნავს ფაქტობრივ გადამყვან-გადამზიდველს, ან თუ გადამყვან-გადამზიდველი ფაქტობრივად ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვას – გადამყვან-გადამზიდველს.
2. „გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება“ ნიშნავს გადამყვან-გადამზიდველის მიერ, ან მისი სახელით გაფორმებულ ხელშეკრულებას, ზღვით მგზავრის, ან საჭიროების შემთხვევაში, მგზავრისა და მისი ბარგის გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ.
3. „გემი“ ნიშნავს მხოლოდ საზღვაო გემს, გარდა ჰაერბალიშებიანი გემისა;
4. „მგზავრი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომლის გადაყვანაც ხორციელდება გემით
a) გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, ან
b) გადამყვან-გადამზიდველის თანხმობით, საავტომობილო საშუალების ან ცოცხალი ცხოველების თანხლების მიზნით, რომლებიც წარმოადგენს ტვირთის გადაზიდვის შესახებ იმ ხელშეკრულების საგანს, რომელიც არ რეგულირდება წინამდებარე კონვენციით.
5. „ბარგი“ ნიშნავს ნებისმიერ საგანს ან ავტომობილს, რომლის გადაზიდვასაც ახორციელებს გადამზიდველი გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა:
a) იმ საგნებისა და ავტომობილებისა, რომელთა გადაზიდვაც ხორციელდება საფრახტო ხელშეკრულების, კონოსამენტის, ან საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ფარგლებში, და
b) ცოცხალი ცხოველებისა.
6. „კაიუტის ბარგი“ ნიშნავს ბარგს, რომელიც განთავსებულია მგზავრის კაიუტაში, ან სხვაგვარად იმყოფება მგზავრის მფლობელობაში, მისი დაცვის ან კონტროლის ქვეშ. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება წინამდებარე მუხლის მე-8 პუნქტი და მე-8 მუხლი, კაიუტის ბარგი მოიცავს ბარგს, რომელსაც მგზავრი ინახავს თავის სატრანსპორტოსაშუალებებში ან მასზე;
7. „ბარგის დაკარგვა ან დაზიანება“ მოიცავს მატერიალურ ზარალს, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ბარგი არ გაიცა მგზავრზე გონივრულ ვადაში იმ გემის მისვლიდან, რომლითაც ხორციელდებოდა ან უნდა განხორციელებულიყო ბარგის გადაზიდვა, მაგრამ არ მოიცავს შრომითი დავებით გამოწვეულ დაგვიანებებს.
8. „გადაყვანა-გადაზიდვა“ მოიცავს შემდეგ პერიოდებს:
a) მგზავრთან და მისი კაიუტის ბარგთან მიმართებაში – პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მგზავრი და/ან მისი კაიუტის ბარგი იმყოფება გემის ბორტზე, ან ჩასხდომის ან გადმოსხდომის პერიოდს, და პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მგზავრის გადაყვანა და მისი კაიუტის ბარგის გადაზიდვა ხორციელდება საზღვაო გზით ხმელეთიდან გემამდე და საპირისპირო მიმართულებით, თუ ამგვარი ტრანსპორტირების ხარჯი შედის მგზავრობის საფასურში, ან თუ გემი, რომელიც გამოყენებულ იქნა ამგვარი დამატებითი ტრანსპორტირებისთვის, მგზავრს განკარგულებაში გადაეცა გადამყვან-გადამზიდველის მიერ. თუმცა, მგზავრთან მიმართებაში, გადაყვანა-გადაზიდვა არ მოიცავს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ის იმყოფება საზღვაო ტერმინალში, ან სადგურში, ან ნავმისადგომში, ან ნებისმიერ სხვა საპორტო ნაგებობაში ან მასზე;
b) კაიუტის ბარგთან მიმართებაში – ასევე პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მგზავრი იმყოფება საზღვაო ტერმინალში, ან სადგურში, ან ნავმისადგომში, ან ნებისმიერ სხვა საპორტო ნაგებობაში ან მასზე, თუ ეს ბარგი მიღებულ იქნა გადამყვან-გადამზიდველის, ან მისი მოხელის, ან აგენტის მიერ და ის ჯერ არ გაცემულა მგზავრს;
c) სხვა ბარგთან მიმართებაში, რომელიც არ წარმოადგენს კაიუტის ბარგს – პერიოდს გადამყვან-გადამზიდველის, ან მისი მოხელის, ან აგენტის მიერ მისი ნაპირზე ან ბორტზე მიღების მომენტიდან გადამყვან-გადამზიდველის, ან მისი მოხელის, ან აგენტის მიერ მისი გაცემის მომენტამდე.
9. „საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერი სახის გადაყვანა-გადაზიდვას, რომლის დროსაც გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, გასვლის პუნქტი და დანიშნულების პუნქტი განლაგებულია ორ სხვადასხვა სახელმწიფოში, ან ერთ სახელმწიფოში, თუ გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების ან დადგენილი რეისის შესაბამისად, შესვლის შუალედური ნავსადგური სხვა სახელმწიფოშია განლაგებული.
10. „ორგანიზაცია“ ნიშნავს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას.
11. „გენერალური მდივანი“ ნიშნავს ორგანიზაციის გენერალურ მდივან