1. წინამდებარე კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის მიმართ, თუ:
(a) გემი დაცურავს იმ სახელმწიფოს დროშის ქვეშ, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მხარეს, ან რეგისტრირებულია ამ სახელმწიფოში, ან
(b) გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება გაფორმებულია იმ სახელმწიფოში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მხარეს, ან
(c) გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, გასვლის პუნქტი და დანიშნულების პუნქტი განლაგებულია იმ სახელმწიფოში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მხარეს.
2. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის მიუხედავად, წინამდებარე კონვენცია არ გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც გადაყვანა-გადაზიდვა ექვემდებარება სამოქალაქო პასუხისმგებლობის რეჟიმს, რომელიც გათვალისწინებულია „სხვა სატრანსპორტო საშუალებით მგზავრების გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის შესახებ“ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო კონვენციის დებულებებით, თუ ეს დებულებები აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ზღვით გადაყვანა-გადაზიდვასთან მიმართებაშ