1. წინამდებარე კონვენციაში მოხსენიებული საანგარიშო ერთეული წარმოადგენს სესხების სპეციალურ უფლებას, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-4bis მუხლის 1-ლპუნქტში, მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტში და მე-8 მუხლში მითითებული თანხები ექვემდებარება კონვერტაციას იმ სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, რომლის სასამართლოც განიხილავს საქმეს, სესხების სპეციალურ უფლებაში გამოხატული ეროვნული ვალუტის ღირებულების შესაბამისად, რომელიც არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დღეს ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ დღეს. იმ მხარე-სახელმწიფოს სესხების სპეციალურ უფლებაში გამოხატული ეროვნული ვალუტის ღირებულება, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრს, გამოითვლება ღირებულების განსაზღვრის იმ მეთოდის შესაბამისად, რომელსაც იყენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი შესაბამის დღეს, თავისი ოპერაციებისა და ტრანზაქციებისთვის. იმ მხარე-სახელმწიფოს სესხების სპეციალურ უფლებაში გამოხატული ეროვნული ვალუტის ღირებულება, რომელიც არ წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრს, გამოითვლება ამ მხარე-სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით.
2. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს, რომელიც არ წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრს და რომლის კანონმდებლობაც არ იძლევა პირველი პუნქტის დებულებათა გამოყენების ნებართვას, შეუძლია წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთებისას, ან ამის შემდგომ ნებისმიერ დროს, განაცხადოს, რომ 1-ელ პუნქტში მითითებული საანგარიშო ერთეული 15 ოქროს ფრანკის ექვივალენტურია. ამ პუნქტში მითითებული ოქროს ფრანკი შეესაბამება სამოცდახუთ ნახევარ მილიგრამ ოქროს 0.900 სინჯით. ოქროს ფრანკის ეროვნულ ვალუტაში გადაყვანა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის დაცვით.
3. პირველი პუნქტის ბოლო წინადადებაში მითითებული გამოთვლა და მე-2 პუნქტში მითითებული კონვერტაცია განხორციელდება ისე, რომ მხარე-სახელმწიფოთა ეროვნულ ვალუტაში გამოხატულ იქნეს მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-4bis მუხლის 1-ლ პუნქტში, მე-7 მუხლის 1-ლ პუნქტში და მე-8 მუხლში მითითებული თანხების რეალური ღირებულება, როგორიც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი პირველი პუნქტის პირველი სამი წინადადების მიხედვით განისაზღვრებოდა. სახელწიფოები გენერალურ მდივანს აცნობებენ 1-ლ პუნქტის შესაბამისად გამოყენებული გამოთვლის მეთოდისა და, საჭიროების შემთხვევაში, მე-2 პუნქტში მითითებული კონვერტაციის შედეგის შესახებ, წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარებისას, ასევე გამოთვლის მეთოდსა და კონვერტაციის შედეგებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახე