2. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საგადასახადო ბალანსის ძირითად ანგარიშზე გაარიგებათა თანახმად, მასპინძელი ქვეყნის კანონების მიხედვით ჩამოყალიბებული კომპანიებისთვის განკუთვნილი პირდაპირი ინვესტიციების და მე-2 კარის დებულებების მიხედვით დაბანდებული ინვესტიციების თავისუფალი მოძრაობა, ამ ინვესტიციების და მათგან წარმოქმნილი მოგების ლიკვიდურ საშუალებებად გადაქცევა და რეპატრიაცია გარანტირებული იქნება.
3. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მე-2 ან მე-5 პარაგრაფებს არ ეწინააღმდეგება, თუ გაერთიანებისა და საქართველოს რეზიდენტებს შორის კაპიტალის მოძრაობასა და ამასთან დაკავშირებულ მიმდინარე ფულად გადასახადზე არ იქნება შემოღებული არცერთი ახალი შეზღუდვა უცხოური ვალუტის გადაცვლასთან დაკავშირებით და უფრო შემზღუდველი არ გახდება არსებული წესები.
4. მხარეები გამართავენ კონსულტაციებს, რათა ხელი შეუწყონ მე-2 პარაგრაფში ნახსენები კაპიტალისგან განსხვავებული კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას გაერთიანებასა და საქართველოს შორის, რითაც დაეხმარებიან წინამდებარე შეთანხმების მიზნების განხორციელებას.
5. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდების მე-8 მუხლის თანახმად, სანამ საქართველოს ვალუტა არ გახდება სრულად კონვერტირებული, ამ მუხლის დებულებებზე დაყრდნობით საქართველოს შეუძლია გამონაკილს გარემოებებში მიმართოს ვალუტის გადაცვლის შეზღუდვებს, რაც მოკლე და საშუალოვადიანი კრედიტის მიცემასთან თჲ აღებასთან. რამდენადაც შეზღუდვები კრედიტის აღებასთან დაკავშირებით საქართველოს ვალდებულებად აქვს დაკისრებული და ნებადართულია საქართველოს სტატუსის თანახმად საერტაშორისო სავალუტო ფონდში, საქართველო მიმართავს ასეთ შეზღუდვებს არადისკრიმინაციულ საფუძველზე. ეს შეზღუდვები გამოყენებული უნდა იყოს ისეთი მეთოდით, რომ წინამდებარე შეთანხმების მაქსიმალურად შესაძლებელი მცირე დარღვევა გამოიწვიოს. საქართველო შეატყობინებს თანამშრომლობის საბჭოს ასეთი ზომების შემოღებას ან მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებებს.
6. პირველ და მეორე პარაგრაფს არ ეწინააღმდეგება ის, რომ გამონაკლის შემთხვევაში, თუ კაპიტალის გადაადგილება გაერთიანებასა და საქართველოს შორის მათი სავალუტო კურსის პოლიტიკის ოპერირებასა და მონეტარულ პოლიტიკას უქმნის ან შეიძლება შეუქმნას სერიოზული საფრთხე, მაშინ შესაბამისად გაერთიანებასა და საქართველოს შეუძლიათ მიიღონ უსაფრთხოების ზომები, რომელთა მოქმედება გაგრძელდება არაუმეტეს ექვსი თვისა, იმ შემთხვევაში თუ ასეთი ზომები ნამდვილად აუცილებელია.
თავი 6. ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვ
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 41. 1. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ნება დართონ გაერთიანების და საქართველოს რეზიდენტებს განახორციელონ გადახდა თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტის ანგარიშზე, რაც დაკავშირებულია საქონლის, მომსახურების და
თავი 5 — მიმდინარე ფულადი გადასახადი და კაპიტალი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 9. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად პუნქტის რეგისტრაციის პირობები
- მუხლი 10. უცხოური ვალუტის გადაცვლის პირობები
- მუხლი 9. საანგარიშო ერთეული და კონვერტაცია
- მუხლი 10. უცხოური ვალუტის გადაცვლის პირობები
- მუხლი 10. უცხოური ვალუტის გადაცვლის პირობები
- მუხლი 10. უცხოური ვალუტის გადაცვლის პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 32. 1. მხარეები თანამშრომლობენ კომერციულ საფუძველზე საერთაშორისო სანაოსნო ბაზრისა და ტრანსპორტის ბაზარზე შეუზღუდავი შეღწევის პრინციპით:
- მუხლი 33. მხარეებს შორის კომერციული საჭიროებისათვის ტრანსპორტის კოორდინირებული განვითარების უზრუნველყოფა, ერთმანეთის ბაზარზე შეღწევისა და სატრანსპორტო სექტორში სერვისის უზრუნველყოფის პირობები საგზაო, სარკინიგზო
- მუხლი 35. ამ კარის მიზნებისათვის, შეთანხმებაში არაფერი არ შეზღუდავს მხარეების უფლებებს გამოიყენონ თავიანთი კანონები და ნორმატიული აქტები, რომლებიც უკავშირდება ფიზიკური პირების შესვლასა და დარჩენას, მუშაობას, შრ
- მუხლი 37. ერთი მხარის მიერ მეორისათვის მინიჭებული რეჟიმი იმ სექტორებთან და ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც მოიცავს მომსახურებით ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების (GATS-ი) შესაბამისი ვალდებულებები,
- მუხლი 39. 1. ამ კარის დებულებების შესაბამისად მინიჭებული უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმიარ გამოიყენება საგადასახადო უპირატესობების მიმართ, რომელთა მინიჭებასაც მხარე უზრუნველყოფს ან მომავალში დააპირებს უზრუნველყოს
- მუხლი 40. მიუხედავად 28-ე მუხლისა, 2, 3 და 4 კარის არცერთი დებულება არ მიანიჭებს:
- მუხლი 42. 1. მოცემული მუხლის დებულებებისა და მე-2 დანართის დებულებებიდან გამომდინარე, საქართველო გააგრძელებს ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვის გაუმჯობესებას, რათა შეთანხმების ძალაში შეს
- მუხლი 43. 1. მხარეები ცნობენ, რომ საქართველოსა და გაერთიანებას შორის ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა განმტკიცების მნიშვნელოვანი პირობა არის საართველოს არსებული და მომავალი კანონმდებლობის მიახლოვება გაერთიანების კ
- მუხლი 44. 1. 43-ე მუხლიდან გამომდინარე, გაერთიანება საქართველოს უზრუნველყოფს ტექნიკური დახმარებით კონკურენციის სფეროში კანონმდებლობის ჩამოყალიბებასა და განხორციელებისათვის, განსაკუთრებით შემდეგი მიმართულებებით:
- მუხლი 45. 1. გაერთიანება და საქართველო დაამყარებენ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყონ ეკონომიკური რეფორმებისა და აღორძინების პროცესს და საქართველოს ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას. ას
- მუხლი 46. თანამშრომლობა საქონლით ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 41. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-41/