მხარეები ითანამშრომლებენ, რათა საქართველოს საგარეო ვაჭრობა წარიმართოს მსო-ს შესაბამისი დებულებების თანახმად.
ასეთი თანამშრომლობა მოიცავს სპეციალურ საკიტხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ვაჭრობის ხელშეწყობას. ეს საკითხებია:
● სავაჭრო პოლიტიკის შემუშავება და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის საგადასახადო და კლირინგის მექანიზმები;
● შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა;
● საქართველოსათვის დახმარების გაწევა მსო-ში საბლოო გაწევრიანებისათვის.
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 46. თანამშრომლობა საქონლით ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში
კარი 6 — ეკონომიკური თანამშრომლობა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ..
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 46. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-46/