1. მხარეთა თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ხარისხის სფეროში საერთაშორისოდ შეთანხმებულ კრიტერიუმებთან, პრინციპებთან და დირექტივებთან დაახლოებას. საჭირო მოქმედებები ხელს შეუწყობენ პროგრესს, მიმართულს ორმხრივი აღიარებისაკენ შესაბამისობის შეფასების სფეროში, აგრეთვე ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.
2. ამ მიზნით მხარეები ითანამშრომლებენ ტექნიკური დახმარების პროექტების შემუშავებაში, რაც:
● ხელს შეუწყობს ამ სფეროში არსებულ საქონელსა და მომსახურებაე სპეციალიზირებული ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების შესაბამის თანამშრომლობას;
● ხელს შეუწყობს გაერთიანების ტექნიკური რეგულაციებისა და ევროპული სტანდარტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების გამოყენებას;
● იძლევა ხარისხის ადმინისტრირების სფეროშიგამოცდილებისა და ტექნიკური ინფორმაციის გაზიარების საშუალებას