1. ურთიერთხელსაყრელ საფუძველზე მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლბას მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, რისთვისაც გაითვალისწინებენ რესურსების არსებობასა და თავიანთი პროგრამების ადეკვატური გამოყენების შესაძლებლობას, ინტელექტუალურ, სა,რეწველო და კომერციულ საკურებაზე უფლებათა დაცვის გარანტიების შესაბამის დონეზე უზრუნველყოფით.
2. სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა მოიცავს:
● სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლას;
● ტექნოლოგიური განვითარებისათვის ერთობლივ საქმიანობას;
● ორივე მხრიდან სამოქალაქო-სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კვლევაში ჩაბმული მეცნიერების, მკვლევარებისა და ტექნიკური პერსონალის სასწავლო პრაქტიკას და მობილურ პროგრამებს.
როდესაც ასეთი თანამშრომლობა სწავლის ან სტაჟირების სახეს შეიძენს, იგი უნდა განხორციელდეს 54-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად.
მხარეებს შეუძლიათ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გამოიყენონ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის სხვა ფორმები.
ასეთი თანამშრომლობის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მეცნიერების, ინჟინრების, მკვლევარებისა და ტექნიკური პერსონალის კვლავ ამოქმედებას, რომლებიც არიან ან იყვნენ ჩაბმული მასობრივი განადგურების იარაღის კვლევასა და წარმოებაში.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლბა წარიმართება იმ სპეციალური ღონისძიებების მიხედვით, რომელთა გამო გაიმართება მოლაპარაკება და გაკეთდება დასკვნა თითოეუილ მხარის პროცედურების შესაბამისად, და რომლებიც გაითვალისწინებენ შესაბამის დებულებებს ინტლექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვისათვის
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 53. თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში
კარი 6 — ეკონომიკური თანამშრომლობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 45. 1. გაერთიანება და საქართველო დაამყარებენ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყონ ეკონომიკური რეფორმებისა და აღორძინების პროცესს და საქართველოს ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას. ას
- მუხლი 46. თანამშრომლობა საქონლით ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში
- მუხლი 47. სამრეწველო თანამშრომლობა
- მუხლი 49. ინვესტიციების ხელშეწყობა და დაცვა
- მუხლი 51. თანამშრომლობა სტანდარტებისა და შესაბამისობის სფეროში
- მუხლი 52. სამთო მრეწველობა და ნედლეული
- მუხლი 54. განათლება და სტაჟირება
- მუხლი 55. სოფლის მეურნეობა და აგროსამრეწველო სექტორი
- მუხლი 56. ენერგეტიკა
- მუხლი 57. გარემოს დაცვა
- მუხლი 58. ტრანსპორტი
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 53. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-53/