ამ სფეროში თანამშრომლობის მიზანია სოფლის მეურნეობის რეფორმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის, აგროსამრეწველო და მომსახურების სექტორთა მოდერნიზაცია, პრივატიზაცია და რესტრუქტურიზაცია, საქართველოს პროდუქციისათვის შიდა და საგარეო ბაზრების მოპოვება, გარემოს დაცვის პირობების უზრუნველყოფა, სურსათის მომარაგების გაუმჯობესების აუცილებლობისა და აგრობიზნესის განვითარების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება და დისტრიბუცია. მხარეთა მიზანია ქართული სტანდარტების თანდათანობითი დაახლოება გაერთიანების იმ ტექნიკურ ნორმებთან, რომლებიც ეხება მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სტანდარტებს