1. ევროპის ენერგეტიკის ქარტიის და 1993 წლის ლუცერნის კონფერენციის დეკლარაციის, ენერგეტიკის ქარტიის ხელშეკრულების, განსაკუთრებით მისი მე-19 მუხლის, აგრეთვე ენერგიის ეფექტიანობის შესახებ ენერგეტიკის ქარტიის ოქმისა და მასთან დაკავშირებუილ გარეოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით, მხარეები განავითარებენ და გააძლიერებენ თანამშრომლობას გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სფეროებში.
2, თანამშრომლობის მიზანია ბრძოლა გარემოს დაზიანების წინააღმდეგ, კონკრეტულად:
● გარემოს დაბინძურების დონის ეფექტიანი მონიტორინგი და გერემოს მდგომარეობის შეფასება; გარემოს მდგომარების შესახებ ინფორმაციის სისტემა;
● ადგილობრივი, რეგიონალური და ტრანსსასაზღვრო ჰაერის და წყლის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა;
● ეკოლოგიური აღდგენა;
● ენერგიის სტაბილური, ეფექტიანი და ეკოლოგიურად სუფთა წარმოება და გამოყენება;
● სამრეწველო ნაგებობათა უსაფრთხოება;
● ქიმიური პროდუქტების კლასიფიკაცია და უსაფრთხო გამოყენება;
● წყლის ხარისხი;
● ნარჩენების შემცირება, გადამუშავება და უსაფრთხო განტვირთვა, ბაზელის კონვენციის განხორციელება;
● გარემოს ზეგავლენა სოფლის მეურნეობაზე, ნიადაგის ეროზია და ქიმიური დაბინძურება;
● ტყეების დაცვა;
● ბიომრავალფეროვნების დაცვა, დაცული ადგილებისა და ბიოლოგიური რესურსების სტაბილური გამოყენება და მენეჯმენტი;
● მიწის გამოყენების დაგეგმვა, შენებლობისა და ქალაქის დაგეგმვის ჩათვლით;
● ეკონომიკური და ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება;
● გლობალური კილმატური ცვლილება;
● გარემოსდაცვითი განათლება;
● ტექნიკური დახმარება რადიოაქტიური ზეგავლენის არეში მოქცეუილ ზონების აღდგენისა და ამასთან დაკავშირებული ჯანდაცვისა და სოციალური პრობლემებისთვის;
● ტრანსსასაზღვრო კონტექსტით გარემოსდაცვითი ღონისძიებების შეფასების შესახებ ესპოს კონვენციის განხორციელება.
3. თანამშრომლობისას გამოყენებული იქნება შემდეგი ღონისძიებანი:
● კატასტროფების და სხვა საგანგებო სიტუაციების პროგნოზი;
● ინფორმაციისა და ექსპერტების გაცვლა, სახელდობრ, იმ ინფორმაციისა და ექსპერტებისა, რომლებიც ჩამბული არიან სუფთა ტექნოლოგიების ტრანსფერში და გარემოსდაცვითი ბიოტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენების საქმეში;
● ერთობლივი კვლევითი თანამშრომლობა;
● კანონმდებლობის გაუმჯობესება ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვების მიზნით;
● გარემოს დაცვის სფეროში სტაჟირება და შესაბამისი ინსტიტუტების გაძლიერება;
● თანამშრომლობა რეგიონალურ დონეზე, კერძოდ თანამშრომლობა ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან და თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე;
● სტრატეგიების შემუშავება, განსაკუთრებით გლობალურ და კლიმატურ საკითხებთან დაკავშირებით, და აგრეთვე სტაბილური განვითარების მისაღწევად;
● გარემოზე გავლენის მქონე ფაქტორების შესწავლა