1. ჯანდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მხარეები ითანამშრომლებენ მუშაკთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის დონის ამაღლების მიზნით.
თანამშრომლობა, კერძოდ, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
● განათლება და მომზადება ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დარგში, განსაკუთრებუილ ყურადღება დაეთმობა მაღალი რისკის საქმიანობის სექტორებს;
● იმ დამცველი ზომების მიღება და განვითარება, რომლებიც ეხება ავადმყოფობას მუშაობის სფეროში და მუშაობასთან დაკავშირებულ ჯანდაცვის სხვა პრობლემებს;
● დიდი ავარიების საშიშროების თავიდან აცილება და ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებათა მენეჯმემნტი;
● კვლევითი სამუშაოების ჩატარება საინფორმაციო ბაზის განვითარებისათვის, სამუშაო გარემოსა და მუშაკთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
2. დასაქმების საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, თანამშრომლობა გულისმობს ტექნიკურ დახმარებას შემდეგ სფეროებში:
შრომის ბაზრის ოპტიმიზაცია;
სამუშაოს მოძებნის და საკონსულტაციო მომსახურების მოძებნა
რესტრუქტურიზაციის პროგრამების დაგეგმვა და მართვა;
ადგილობრივი დასაქმების განვითარების წახალისება;
ინფორმაციის გაცვლა მოქნილი დასაქმების ისეთი პროგრამების შესახებ, რომლებიც ბიძგს მისცემენ თვითდასაქმებას და ხელს შეუწყობს ბიზნესის შექმნის უნარის გამოვლენას.
3. ეს რეფორმები მზნად ისახავსსაქართველოში უსაფრთხოების იმ მეთოდების განვითარებას, რომლებიც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისათვის და მოიცავს სოციალური დაცვის ყველა ფორმას