მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას ტრანსპორტის დარგში.
ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს, inter alia, საქართველოში სატრანსპორტო სისტემებისა და ქსელების სტრუქტურულ გარდაქმნასა და მოდერნიზაციას და, სადაც ეს მიზანშეწონილია, უფრო გლობალური სატრანსპორტო სისტემის ფორმირების კონტექსტით სატრანსპორტო სისტემათა შეთავსების უზრუნველყოფასა და განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ტრადიციულ საკომუნიკაციო კავშირს ამიერკავკასიის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის და სხვა მეზობელ ქვეყნებთან.
თანამშრომლობა, inter alia, აგრეთვე ითვალისწინებს:
● სახმელეთო ტრანსპორტის, რკინიგზის, ბავსადგურებისა და აეროპორტების მართვისა და ექსპლუატაციის მოდერნიზაციას;
● რკინიგზის, სამდინარო და საზღვაო კომუნიკაციების, გზატკეცილების, ნავსადგურების, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და განვითარებას, მათ შორის მხარეებისათვის საინტერესო ძირითადი მარშრუტებისა და განსაკუთრებით იმ ტრანსევროპული კავშირების მოდერნიზაციას, რომლებიც განიხილება TRACECA-ს პროექტში;
● მულტიმოდალური ტრანსპორტის ხელშეწყობა და განვითარება;
● ერთობლივი კვლევისა და განვითარების პროგრამების ხელშეწყობა;
● საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების მომზადება პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის, სატრანსპორტო სექტორის პრივატიზაციის ჩათვლით
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 58. ტრანსპორტი
კარი 6 — ეკონომიკური თანამშრომლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 52. სამთო მრეწველობა და ნედლეული
- მუხლი 53. თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგში
- მუხლი 54. განათლება და სტაჟირება
- მუხლი 55. სოფლის მეურნეობა და აგროსამრეწველო სექტორი
- მუხლი 56. ენერგეტიკა
- მუხლი 57. გარემოს დაცვა
- მუხლი 59. საფოსტო მომსახურება და ტელეკომუნიკაციები
- მუხლი 60. ფინანსური მომსახურება
- მუხლი 61. რეგიონული განვითარება
- მუხლი 62. სოციალური თანამშრომლობა
- მუხლი 63. ტურიზმი
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 58. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-58/