1. თანამშრომლობა ხორციელდება საბაზრო ეკონომიკისა და ევროპის ენერგეტიკული ქარტიის პრინციპების საფუძველზე, ევროპაში ენერგეტიკუილ ბაზრების თანდათანობით ინტეგრაციის ფონზე, ენერგეტიკის ქარტიის შეთანხმებისა და ენერგეტიკის ეფექტიანობის ოქმის და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით.
2. თანამშრომლობა სხვა მიმართულებებთან ერთად მოიცავს შემდეგ სფეროებს:
● ენერგეტიკის პოლიტიკის ფორმულირება და განვითარება;
● საბაზრო ეკონომიკის პირობების გათვალისწინებით ენერგეტიკის სექტორის მენეჯმენტის და რეგუილრების გაუმჯობესება;
● ენერგიის მიწოდების გაუმჯობესება, კერძოდ, მიწოდების უსაფრთხოება ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით;
● ენერგიის დაზოგვისა და ენერგიის ეფექტიანობის წახალისება და ენერგეტიკის ქარტიის ეფექტიანობის შესახებ ენერგიის ოქმისა და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ასპექტების განხორციელება;
● ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია;
● ენერგიით მომარაგებისათვის და სხვადასხვა სახეობის ენერგიის საბოლოო გამოყენებისატვის საჭირო ენერგოტექნოლოგიების გაუმჯობესება;
● ენერგეტიკის სექტორში მენეჯმენტი და ტექნიკური მომზადება;
● ენერგომატარებლებისა და ელექტროენერგიის ტრანსპორტირება და ტრანზიტი;
● ინსტიტუციური, სამართლებრივი, ფისკალური და სხვა პირობების დანერგვა ელექტროენერგიით ვააჭრობისა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციების მოცულობის გაზრდისათვის;
● ჰიდროელექტრულ და სხვა განახლებად ენერგორესურსებზე მომუშავე ელექტროენერგიის წყაროების განვითარება.
3. მხარეები გაცვლიან შესაბამის ინფორმაციას ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების პროექტების, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის მილსადენების ან ენერგომატარებლების ტრანსპორტირების სხვა საშუალებების კონსტრუირებისა და განახლების დარგში ისინი ითანამშრომლებენ მე-4 კარის და 49-ე მუხლის დებულებების მაქსიმალურად ეფექტიანად ამოქმედებისათვის, ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების გათვალისწინებით