(ა) შეიქმნას სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩო, რომელსაც შეუძლია გაზის ქსელებში, ელექტროენერგიის წარმოებასა და გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში ინვესტიციების მოზიდვა ისე, რომ ყველა მხარეს ჰქონდეს წვდომა ენერგიის მდგრად და უწყვეტ მიწოდებაზე, რომელიც არსებითია ეკონომიკური განვითარებისთვის და სოციალური სტაბილურობისათვის;
(ბ) შეიქმნას ერთი მარეგულირებელი სივრცე ქსელური ენერგიით ვაჭრობისთვის, რომელიც საჭიროა შესაბამისი პროდუქტის ბაზრების გეოგრაფიული საზღვრების შესაბამისობისათვის;
(გ) ერთი მარეგულირებელ სივრცეში გაიზარდოს მიწოდების უსაფრთხოება სტაბილური საინვესტიციო გარემოს არსებობით, სადაც შეიძლება განხორციელდეს კასპიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და შუა დასავლეთის გაზის რეზერვებზე მიერთება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი გაზის ბუნებრივი რეზერვები, ქვანახშირი და ჰიდროენერგია;
(დ) გაუმჯობესდეს ეკოლოგიური მდგომარეობა ქსელში გატარებულ ენერგიასთან და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით, მოხდეს განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისება და ერთ მარეგულირებელ სივრცეში ენერგიით ვაჭრობისთვის პირობების დადგენა;
(ე) გაიზარდოს კონკურენცია ქსელში გატარებული ენერგიის ბაზარზე უფრო ფართო გეოგრაფიული მასშტაბით და მოხდეს წარმოების მასშტაბების გაზრდით განპირობებული ეკონომიის გამოყენება.
2. „ქსელში გატარებული ენერგია“ უნდა მოიცავდეს ელექტროენერგიისა და გაზის სექტორებს, რომლებიც ხვდებიან ევროპის თანამეგობრობის 2003/54/EC და 2003/55/EC დირექტივების მოქმედების სფეროში1.