მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, იქნება ის ზოგადი თუ კონკრეტული ხასიათის, რათა უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება. მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ენერგეტიკული გაერთიანების ამოცანების შესრულებას. მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ზომისგან, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ დირექტივის მიზნების მიღწევას.
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება · რედაქცია 14.10.2016
მუხლი 6
კარი I — – პრინციპები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება, კონსოლიდირებული რედაქცია 14.10.2016. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 03/08/2017.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება“, მუხლი 6, №L-198, 14.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016482 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3757843/muxli-6/