(ა) ენერგეტიკის, გარემოს, კონკურენციისა და განახლებადი ენერგიის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის ხელშემკვრელი მხარეების მიერ იმპლემენტაციას, როგორც მითითებულია ქვემოთ II კარში, რომელიც ადაპტირებულია ენერგეტიკული გაერთიანების ინსტიტუციურ ჩარჩოსთან და თითოეული ხელშემკვრელი მხარის კონკრეტულ მდგომარეობასთან (შემდგომში მითითებული, როგორც „გაერთიანების კანონმდებლობის გავრცელება“), როგორც შემდგომ აღწერილია II კარში;

(ბ) კონკრეტული მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც ნებას რთავს ქსელში გატარებული ენერგიის ბაზრების ეფექტიან ოპერირებას ხელშემკვრელი მხარეების მთლიან ტერიტორიაზე და ევროპის თანამეგობრობის ტერიტორიის ნაწილზე და, მათ შორის, ქსელში გატარებული ენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვის და/ან ტრანსპორტირებისთვის   ერთი მექანიზმის შექმნას და ცალმხრივი დაცვის ზომების ზედამხედველობას (შემდგომში მითითებული როგორც „ქსელში გატარებული ენერგიის ბაზრების ოპერირების მექანიზმი“), როგორც შემდგომ აღწერილია III კარში;

(გ) მხარეებისთვის შიდა საზღვრების გარეშე ქსელში გატარებული ენერგიის ბაზრის შექმნას, მათ შორის, ორმხრივი დახმარების კოორდინაციას ენერგეტიკულ ქსელების სერიოზული შეფერხების ან გარეგანი დარღვევების შემთხვევაში და რომელიც შეიძლება მოიცავდეს ენერგიით გარე ვაჭრობის საერთო პოლიტიკის მიღწევებს (შემდგომში მითითებული, როგორც „ერთი ენერგეტიკული ბაზრის შექმნა“), როგორც შემდგომ აღწერილია IV კარშ